ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"საჯაროდ ვაცხადებ:
ძალიან მაგარი ადამიანია შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი!
მან 2 დღის წინ ერთი ყოფილი პატიმრის მიმართ გამოიჩინა საოცარი ჰუმანიზმი და ამით უფლის წინაშე დიდი მადლი გააკეთა! სადაც სათქმელია, გულწრფელი მადლობა უნდა ითქვას! ბარაქალა, გოგა! უფალი მუდამ გწყალობდეს ყოველ ღვთისნიერ საქმეში!" - წერს დავითაია.