logo_geo
eng_logo
"ზვიად გამსახურდიას დევნა კვლავ გრძელდება!"- მთაწმინდაზე პირველი პრეზიდენტის საფლავი დაარბიეს!
- +

27 აგვისტო. 2017. 23:46


მთაწმინდის პანთეონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი ვანდალურად დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.


"უკვე მერამდენედ მოხდა ვანდალური ფაქტი: მთაწმინდის პანთეონში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას საფლავი კვლავ დაარბიეს: მოთხრილია და გადაყრილია ყვავილები, დამტვრეულია დიდი ლარნაკები, თვით საფლავის ჯვარიც კი აღარ დაგვხვდა ადგილზე და ბოლოს, დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ უდიერად გადაგდებული, ბატონი ზვიადის საფლავიდან სისტემატურად იღებენ ყვავილებს და გადააქვთ სხვადასხვა საფლავებზე... და ეს ხდება სად? მთაწმინდის პანთეონში, რომელსაც ჰყავს დაცვის სამსახური, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მთელ პერიმეტრს! ხოლო პანთეონის დირექტორი გახლავთ მარინა დავითაშვილი - პროტოდიაკონ დიმიტრი დავითაშვილის და (რომელიც თავისი მომხიბვლელი ბარიტონით კითხულობს ხოლმე სააღდგომო ეპისტოლეებს)... ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას დევნა კვლავ გრძელდება - უკვე მისი განსასვენებლის დარბევითა და შეურაცხყოფით", - წერს სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია.


მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვანდალური ფაქტის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner