logo_geo
eng_logo
ბელგიის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა
- +

12 აპრილი. 2016. 15:46


ბელგიის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე პირს კავშირი აქვს ბრიუსელში მცხოვრები ტერორისტების თავშესაფართან, ეტერბეკთან, სადაც 9 აპრილს ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა.


დაკავებულ პირებს ტერორისტული დაჯგუფების წევრობა და მკვლელობები ედებათ ბრალად.



22 მარტს, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner