ბელგიის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავა. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე პირს კავშირი აქვს ბრიუსელში მცხოვრები ტერორისტების თავშესაფართან, ეტერბეკთან, სადაც 9 აპრილს ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა.
დაკავებულ პირებს ტერორისტული დაჯგუფების წევრობა და მკვლელობები ედებათ ბრალად.
22 მარტს, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.