მომღერალმა კახა ცისკარიძემ ბათუმელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე დარეგისტრირებისთვის 2 000 ადამიანის ხელმოწერა სჭირდება, რომლის მოგროვებასაც სამ დღეში აპირებს.
კახა ცისკარიძეს საარჩევნო პროგრამაზე არ ულაპარაკია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბათუმი უნდა გადაიქცეს „ხელოვნების ქალაქად".
„კახაბერი „კახამერი" უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი, დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბე, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელების ვალი მაქვს. ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებით და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო. საარჩევნო პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. ბათუმი ხელოვნების ქალაქად უნდა გადაიქცეს",- განაცხადა ცისკარიძემ.
კახა ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.