logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში ექსტრემისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ქვეყანაში ტერაქტებს ამზადებდა
- +

28 აგვისტო. 2017. 13:44



აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც აზერბაიჯანში ტერაქტებს ამზადებდა.


„აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ტერორიზმთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე, რელიგიური ექსტრემისტი იაშარ ჯავადოვი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობდა, ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა, მიიღო დაფინანსება, შეიძინა იარაღი სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმისა და ტერაქტების განსახორციელებლად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის ფარგლებში 27 აგვისტოს, ქალაქ ისმაილში მისი დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.


„სპეცოპერაციისას მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია და ცეცხლი გაუხსნა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს. კანონის შესაბამისად, უწყების თანამშრომლებმა იარაღი გამოიყენეს. დამნაშავის ლიკვიდაცია განხორციელდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს მის დაფინანსებას უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან", - ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner