logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, დაიცვას სრულიად საქართველო
- +

28 აგვისტო. 2017. 14:26



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღვთისმშობლის ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლთან ერთად წაიკითხა.


ილია მეორემ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე მიულოცა.

 

„მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიფაროს, დაიცვას სრულიად საქართველო.

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner