logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO კოლექტიური თავდაცვის გარანტია და ევროპა მასზე დამოკიდებულია
- +

28 აგვისტო. 2017. 15:08


 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გაზეთ „რეჩ პოსპოლიტა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირი NATO-ზეა დამოკიდებული.


თავდაცვის სფეროში ევროპულ პოლიტიკაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ის არ უნდა წარმოადგენდეს „NATO-სთვის კონკურენციას, არამედ მისი დანამატი უნდა იყოს".


„ჩვენ გვსურს, უფრო მეტი ევროპული ძალა გვყავდეს, უფრო მეტი თანამედროვე შესაძლებლობები, გავზარდოთ თავდაცვითი ხარჯები. მაგრამ, ამავდროულად თავი უნდა ავარიდოთ დუბლირებას, ევროპული არმიის ან სარდლობის შექმნას, ასევე იმ რიტორიკას, რომ ევროპა NATO-ს გარეშე გაართმევს თავს უსაფრთხოებას. NATO კოლექტიური თავდაცვის გარანტია და ევროპა მასზე დამოკიდებულია.

ბრექსითის შემდეგ, აშშ და დიდი ბრიტანეთი ორი ქვეყანა იქნება ევროკავშირის გარეთ, რომლებიც ყველაზე მეტ თანხას გამოყოფენ თავდაცვაზე, ხოლო ოთხიდან სამი საბრძოლო ჯგუფი აღმოსავლეთ ფლანგზე ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნების სარდლობის ქვეშ იქნება. ამიტომაც, არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, NATO-ს ამ წევრების დახმარების გარეშე, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მოხდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner