ისრაელმა რუსეთი გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ ირანი სირიაში თავის პოზიციებს გააძლიერებს, ისრაელი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის საპრეზიდენტო სასახლეს დაბომბავს.
გამოცემა Al-Jadida ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა ასევე გააფრთხილა რუსეთი, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება, ისრაელი უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაუქმებული იყოს.
წყაროს განცხადებით, გასულ კვირას სოჭში, ვლადიმირ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართულ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმება მიღწეული არ იყო. თუმცა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ განუცხადა ვლადიმირ პუტინს, რომ ის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს ისრაელისთვის, დარეგულირებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელს მოქმედება მოუწევს.