logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: სოფელ დაბასთან ტორფი იწვის და არის დაკვამლიანება, საპანიკო არაფერია
- +

28 აგვისტო. 2017. 16:04



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობებზე გაჩენილი დაკვამლიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ტორფი იწვის და არის დაკვამლიანება, საპანიკო არაფერია.


მისი თქმით, ღია ცეცხლის ახალი კერა არსად არ არის. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, რათა მსგავსი ზონების დამუშავება მოახდინოს.


„ჩვენ ვრჩებით ზონაში სწორედ იმისთვის, რომ დავამუშაოთ ნიადაგი, ცოცხალი ძალა სწორედ იმიტომ არის მობილიზებული, რომ თუკი სადმე შევამჩნევთ დაკვამლიანებას, მოხდეს მისი დამუშავება. ცეცხლის კერა არსად გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე შეიძლება გაჩნდეს ღია ცეცხლი, არ არსებობს იმიტომ, რომ მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებზე იმყოფება ცოცხალი ძალა. პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ვერტმფრენის სამუშაო არ არის და ცოცხალი ძალა, რომელიც ადგილზეა მობილიზებული, ეფექტურად უმკლავდება. აქ კვლავ რჩებიან თავდაცვისა და შსს-ს თანამშრომლები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner