logo_geo
eng_logo
ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლებში ხანძარია
- +

28 აგვისტო. 2017. 17:22



ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში სვირსა და კორხში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიებზე ცეცხლი ტყეს გაუჩნდა.


მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძრის ლოკალიზაციისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner