ბორჯომის ხეობაში მდინარე გუჯარულადან „მი-8" ტიპის ვერტმფრენის ამოტანის პროცესი დასრულდა.
ვერტმფრენს დაახლოებით 22:00 საათიდან, მას შემდეგ რაც გზაზე საავტომობილო მოძრაობა შემცირდება, მისაბმელი საშუალებითა და სატვირთო ავტომობილით ავტობანამდე მიიტანენ და თბილისში გადაიტანენ.