ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ბორჯომში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, თუმცა ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.
„მობილიზება საჭიროა მცირედი გამოვლინების დაუყონებლივ აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება ჩამოვარდნილ ვერტმფრენს, მიმდინარეობს დაგეგმვა, როგორ მოხდება მისი გადაყვანა თბილისში. მოსაზრება, რომ ვერტმფრენის ამოყვანა დროში გაიწელა, მცდარია. საჭირო იყო არაერთი პროცედურა. ვერტმფრენზე ტარდება გამოძიება და მოხდება შესწავლა, რა მოხდა", - განაცხადა ილია ელოშვილმა.