logo_geo
eng_logo
ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინს საპროტესტო აქციებით დახვდნენ
- +

28 აგვისტო. 2017. 21:17



საპროტესტო აქციებით ხვდება ბუდაპეშტში ოპოზიციის ნაწილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. უნგრეთის დედაქალაქი პუტინს წელს უკვე მეორედ მასპინძლობს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში, უნგრეთი ევროპულ ღირებულებას შორდება და რუსეთს უახლოვდება.


მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ვიქტორ ორბანის კრიტიკა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner