საპროტესტო აქციებით ხვდება ბუდაპეშტში ოპოზიციის ნაწილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. უნგრეთის დედაქალაქი პუტინს წელს უკვე მეორედ მასპინძლობს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში, უნგრეთი ევროპულ ღირებულებას შორდება და რუსეთს უახლოვდება.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ვიქტორ ორბანის კრიტიკა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის.