logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სისტემა მერაბიშვილის დროინდელი ზონდერებისგან უნდა გათავისუფლდეს
- +

12 აპრილი. 2016. 15:58


7 აპრილს, „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ თარხან გასვიანზე განხორციელებულ თავდასხმას „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმიანება. მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით მჟავანაძემ სპეციალური პრესკონფერენცია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართა:



„ის, რაც 7 აპრილს განხორციელდა  მთავარი ოპოზიციური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის"  ერთ-ერთ ლიდერ თარხან გასვიანის  წინააღმდეგ,  არ წარმოადგენს რიგით კრიმინალურ შემთხვევას.  ეს გაცილებით მძიმე დანაშაულია. „უფლებადამცველთა გაერთიანებამ" არართხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, რომ პოლიციაში  არიან „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ზონდერები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით გეგმავენ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესის დაწყებას. გავიხსენოთ თუნდაც „ნარუშილოვკების" საქმე, ადვოკატ მდინარაძეზე თავდასხმა და სხვა ცალკეული შემთხვევები.

 

 

სწორედ 1991 წლის 2 სექტემბრის პოლიციელთა მიერ განხორციელებულმა პროვოკაციამ კინოს სახლთან დიდწილად  განაპირობა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერი გზით ჩამოცილება. როგორც ჩანს, ნაციონალების ნარჩენებს სურთ, იმავე მეთოდებით ახლა უკვე დღევანდელი ხელისუფლება შეიცვალოს.  თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის პოლიციელები, რომლებიც  თარხანს გასვიანს გაუსწორდნენ, მერაბიშვილის დრონდელ კადრებს წარმოადგენენ, ამ ეჭვს ესეც აძლიერებს.

 

 

მოვუწოდებთ შსს ხელმძღვანელობას, უმკაცრესად იქნან დასჯილი მოძალადე პოლიციელები და ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს სისტემის გაწმენდა მერაბიშვილის დროინდელი ზონდერებისგან, რომლებსაც მოქალაქეთა ცემის და მუქარის გარდა არაფერი შეუძლიათ", - განაცხადა მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner