გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით, ბორჯომსა და ახალციხეში არამდგრადი და წვიმიანი ამინდი 31 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება.
„ღრუბლიანობა ბორჯომის ტერიტორიაზე შენარჩუნდება, დროგამოშვებით იწვიმებს 31 აგვისტოს ჩათვლით. რაც შეეხება ახალციხეს, აქაც არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. ჩვენი პროგნოზია, რომ აქაც 31 აგვისტოს ჩათვლით, დროგამოშვებით უნდა იწვიმოს",- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.