სოფელ სვირში ხანძრის კერა გიორგი მღებრიშვილმა დაათვალიერა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 07:00 საათიდან ავიაცია ჩაერთვება.
„ღამე ცოცხალი ძალის იქ ყოფნა საკმაოდ სარისკოა, არის ძალიან კლდოვანი ადგილი, ციცაბო ფერდობი. კონსულტაციების შემდგომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ადგილზე არ დავტოვოთ ცოცხალი ძალა. ჯობია, რომ გამოვიყვანოთ. ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰექტრობით დამწვარი ტყე",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.