ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილის სოციალურ ქსელში მიმართავს:
„თუ სიმართლეა, უკიდურესად სამარცხვინო განცხადებაა. თან არც თუ მაღალი ინტელექტის ნიშანი - ასე რომც ფიქრობდე, არ უნდა გაამხილო...
P.S. და თუ არ ჭირდება არავის დახმარება და პრობლემა არაა ათი ათასი ხელმოწერა, რას კივი ციცარივით სამი დღეა? შეაგროვე და შეიტანე ოჯახაშენებულო",- მიმართავს გვარამია მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილს.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვებაზე ნაციონალური მოძრაობის შეთავაზება მისთვის რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.