logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: გახსოვს, რამდენი სიხარული და სიამაყე განვიცადეთ მასთან ერთად!
- +

29 აგვისტო. 2017. 00:38



პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არ ვიცი კიდევ როდის მოგვიწევს ჩვენი გაზრდილი შვილის არჩევა დედაქალაქის მერად! ჩვენი გაზრდილია! კახი ჩვენი შვილია! ჩემი, შენი, ჩემო თაობავ!

 

გახსოვს, რამდენი სიხარული და სიამაყე განვიცადეთ მასთან ერთად!

 

პატარა კალაძის მაგარი ბიჭობა, მოგებული თამაშები, მილანის კლუბში მისი გადასვლა... ისიც გემახსოვრება, ცოლი რომ მოყავდა. გაკაპასებული დედამთილივით ვკითხულობდით და ვარკვევდით, იყო თუ არა მისი შესაფერისი. კახის ვაჟკაცების დაბადებასაც ვულოცავდით ერთმანეთს! ტკივილიც გემახსოვრება... მისი ტკივილი ხომ ყველა ჩვენგანის სადარდელი იყო...

 

ბრძოლაშიც ერთად ვიყავით! რეჟიმს და ცხრაწლიან ტირანიას ერთად ვამხობდით! დღეს კი, ამაყები უნდა ვიყოთ მეც, შენც, ჩემო თაობავ! იმით, რომ არაფერი შეშლია! უნდა ვიამაყოთ, რომ მართლაც კარგი შვილი გავუზარდეთ საქართველოს!"- წერს ხათუნა ხოფერია.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner