Reuters-ის ინფორმაციით, გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის დევნილების სამმართველომ ავსტრია, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ამ წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ლტოლვილების მიმართ ქსენოფობიური პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა.
ინფორმაციაში არ კონკრეტდება, თუ რომელმა პარტიებმა დაიმსახურეს გაერო-ს ჩინოსნების აღშფოთება. თუმცა ცხადია, რომ ანტიმიგრანტული განცხადებებით გამოდის ავსტრიის თავისუფლების პარტია, რომლის გავლენები ისედაც ეცემა, რადგან მისი ლოზუნგები უფრო ეფექტურად გამოიყენა მმართველ კოალიციაში შემავალმა სახალხო პარტიამ, რომლის ლიდერი 31 წლის სებასტიან კურცი საგარეო უწყების ხელმძღვანელია. მან არაერთგზის გააკრიტიკა მუსულმანური საბავშვო ბაღები და დამტკიცებდა, რომ მათი დახმარებით ავსტრიაში "პარალელური საზოგადოება" იქმნება.
„ბოლო დროს ავსტრიამ მბევრს მიაღწია ლტოლვილების მიღების და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, ამავე დროს, შეშფოთებულები ვადევნებთ თვალს ქსენოფობიურ დებატებს და შესამჩნევ უარყოფით ტენდენციებს მიგრანტების მისამართით. მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ პარტიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს დებატებს და კონცენტრირდნენ იმაზე, რაც ხალხს აერთიანებს", - ნათქვამია განცხადებაში.