თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურა იაკობიშვილმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, საფინალო დაპირისპირების შემდეგ „აიპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ გამარჯვება ქართველ გულშემატკივარს მიუძღვნა.
„ეს საუკეთესო განცდაა. არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე და ავუხსნა გულშემატკივარს, რა კარგია ჩემპიონობა, თანაც მსოფლიოსი. ამ გამარჯვებას ყველა ქართველ გულშემატკივარს მივუძღვნი, ვინც ჩემთან ერთდ იზიარებს", - განაცხადა იაკობიშვილმა.