logo_geo
eng_logo
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- +

29 აგვისტო. 2017. 11:17



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, „DAF"- ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით,  ცდილობდნენ გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი, რომლის  საბაზრო ღირებულება ჯამში  171 220 ლარს შეადგენს.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner