logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომსა და ახალციხეში ცეცხლის გაღვივების და გავრცელების საფრთხე არ არსებობს
- +

29 აგვისტო. 2017. 11:25



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობს.


მინისტრის თქმით, ადგილზე რჩება საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მოხდეს იმ მცირე კერების, ტორფების დამუშავება, რომლებიც იწვის. მისივე თქმით, ცეცხლის გაღვივების და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.


მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირშიც. ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბი განაგრძობს მუშაობას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner