logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ეს არის ყველაზე სახიფათო კონფლიქტი!
- +

12 აპრილი. 2016. 16:19


„მთაინის ყარაბაღის კონფლიქტი ყველაზე სახიფათო კონფლიქტია, რაც კი არსებობს დიდი ევროპის ტეროტორიაზე", -ამის შესახებ „რეპორტიორს" „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განუცხადა.



მისი თქმით, სახიფათო ტენდენცია იკვეთება იმ კუთხით, რომ  კონფლიქტში შესაძლოა, აქტიურად ჩაერთონ რუსეთი, თურქეთი და სხვა დიდი სახელმწიფოები.



„წლების განმავლობაში არავითარი ძვრა არ არის და კონფლიქტი გაყინულია. ორივე მხარე ამბობს, რომ არავითარი სამხედრო ძალების კონცენტრაცია არ მოუხდენია. შესაბამისად რეალური ომისთვის მზადება ჯერ არ არის. მაგრამ პოტენციურად ძალიან სახიფათო ვითარებაა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მეზობლებთან, რომლებთანაც საუკუნეების ისტორია გვაკავშირებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და რომელთა მათი ეთნიკური უმცირესობები ჩვენთან ცხოვრობენ, უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე და დელიკატურობა. ღმერთმა ნუ ქნას, კონფლიქტი გაღვივდეს და გადაიზარდოს ომში, ჩვენი მდგომარეობა იქნება ურთულესი. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ადრე იყო, როცა ორივე მხარე საქართველოს უყურებდა, როგორც მშვიდობის მომტან ქვეყანას. ასე რომ, ძალიან პრაგმატული, ბრძნული პოლიტიკა მართებს ჩვენს მთავრობას და ამ მხრივ იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება", - განაცხადა მამრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner