logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ახალციხეში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება
- +

29 აგვისტო. 2017. 12:36



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.


მისი თქმით, ხანძრის წიწვოვან ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.


„ტერიტორია მიუვალია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner