შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, რა არის გახშირებული ხანძრების მიზეზი, განაცხადა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა, მოხდეს ხანძრების ლიკვიდაცია.
„მოდით, მიზეზებზე ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია და შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.