logo_geo
eng_logo
მეუფე თეოდორე: თუ ერთად ვიქნებით ერი და ბერი, ლოცვით და შრომით აუცილებლად მოვერევით ამ განსაცდელს
- +

29 აგვისტო. 2017. 12:39



ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს განცხადებით, თუ ერთად ვიქნებით ერი და ბერი, ლოცვით და შრომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც, მისი თქმით, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა საქართველოში.


„ჩვენი მონდომებაა მთავარი. ჩვენ გვინდა გვერდში დავუდგეთ ყველა ადამიანს, ვინც ძალიან მძიმე პირობებში შრომობს. რთულად მისადგომი ადგილია. ჩვენი ეპარქია, სამღვდელოება აღვავლენთ ლოცვას, რათა უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენგანის, შეგვეწიოს შრომაში და თუ ერთად ვიქნებით ერი და ბერი, ლოცვით და შრომით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა საქართველოში, რაც გულდასაწყვეტი და სანერვიულოა", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.


მიტროპოლიტი ამ წუთებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში იმყოფება, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner