შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია.
„ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს კერების დამუშავება. 100-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, ვერტმფრენი მაინც მუშაობს. დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.