logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროპას
- +

29 აგვისტო. 2017. 13:41



ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს და ცდილობს, ამაზე პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს.


„თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროპას. საკითხი ის არის, ბოლო უნდა მოვუღოთ თუ არა თურქეთთან მოლაპარაკებებს. ეს თეორიული კითხვაა. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - განაცხადა იუნკერმა.


მისი თქმით, ანკარას ბრიუსელთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ევროკავშირისთვის სურს.

 

„ეჭვი მაქვს, პრეზიდენტი ერდოღანი, რომელთანაც მე კარგი ურთიერთობები მაქვს, ევროპისგან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ელოდება, რათა ევროკავშირი გამოიყვანოს პასუხისმგებელი და არა თურქეთი.

ევროკავშირი ისე უნდა მოიქცეს, რომ თურქმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ერდოღანის სისტემის გამო გახდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner