საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე საღამოს 19:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.