გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა აიძულებთ, მკაცრი პოლიტიკა გაატარონ.
„მე თურქეთთან კარგი ურთიერთობები მსურს, მაგრამ რეალობას სახეში უნდა შევხედოთ", - განაცხადა მერკელმა.
ანგელა მერკელმა თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და გერმანიის მოქალაქეების დაკავებაზე ისაუბრა.
„ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, თურქეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკის განახლება მოგვეხდინა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.