აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ოფიციალურ უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ კეთდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აბასთუმანში იმყოფება შს მინისტრიც.
ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კონკრეტულად რა მდგომარეობაა ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, მათთვისაც უცნობია, რადგან ცეცხლის გავრცელების არეალში მყოფ პირებთან კომუნიკაცია გართულებულია.
აღსანიშნავია, რომ ხანძარს მეხანძრე-მაშველებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც აქრობენ.