საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძართან საბრძოლველად სპეცტექნიკის ჩართვა იქნება საჭირო.
„ადგილზე ავიდნენ ადგილობრივებიც, მეხანძრე-მაშველებიც. როგორც მეუბნებიან, საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა. არის ღია კერებიც. ადგილზე 100 კაცამდე მუშაობს.
სირთულეს ქმნის მიუვალობა. პრაქტიკულად უღრანი ტყეა. როგორც ადგილობრივები მეუბნებიან, 10-15 წელია, აქ ერთი ხეც არ მოჭრილა, ასე რომ, სპეცტექნიკა არის სასწრაფოდ გამოსაძახებელი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.