„უნდა გაირიცხოს თუ არა გოგი თოფაძე კოალიციიდან, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო?" - შეკითხვას საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე „იბერიას" ეთერში პასუხობს:
„ამ საკითხის დაყენება, რომ გოგი თოფაძე გაირიცხოს კოალიციიდან, წარმოუდგენელია. ამას ვერავინ გვაკადრებს. თუ გასარიცხია, უნდა გაირიცხოს პარტია „მრეწველები". თუ კოალიცია გადაწყვეტს, პრობლემა არ არის, ჩვენ დავემორჩილებით. მაგრამ, ბერძენიშვილის კარნახით არც კოალიცია განიხილავს რაიმე საკითხს და არც მის სურვილზე მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ტყემალაძემ.