logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: ახლანდელი ხელისუფლება წინამორბედებს აშკარად სჯობს
- +

12 აპრილი. 2016. 16:47


თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი „ალიას" ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ესაუბრა. მისი თქმით, ამ ხელისუფლებას შეცდომები აქვს, თუმცა ბევრად სჯობია წინა ხელისუფლებას, ქვეყანა ნორმალურ დონეზე დააყენეს. ლეკიშვილი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ახალმა მერმა, რათა თბილისი განვითარდეს.



„ახლანდელი ხელისუფლება წინამორბედებს აშკარად სჯობს და ქვეყანა ნორმალურ დონეზე დააყენეს. რასაკვირველია, შეცდომებიც აქვთ. ამათგან უმთავრესად მაინც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნების საკითხის გაჭიანურება მიმაჩნია. რამდენიმე ათასი ასეთი საქმე ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. თითოეული ამ ფაქტის უკან უამრავი გაწამებული ოჯახია და ისინი სამართალს დღემდე უშედეგოდ ეძებენ. ისიც კი არ ესმით, რომ ახალი არჩევნები ახლოვდება და მარტო ამ ხალხის პოტენციური მოწინააღმდეგეები შეიძინეს.

 

თბილისის ამჟამინდელ მერს ვურჩევდი ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის სასწრაფოდ გაკეთებას. უამისოდ თბილისი ვერ განვითარდება. თავად განსაჯეთ. საცხოვრებელი უბნების მეტი ნაწილი უზომოდ გადატვირთულია. ვაკის რაიონი ავიღოთ, ბოლო წლებში მისი მოსახლეობის რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამ დროს საკომუნიკაციო საშუალებები ძველ დონეზე დარჩა. ეს ეხება როგორც სანიაღვრე კოლექტორებს, ასევე, საკანალიზაციო სისტემას. ამ პრობლემას დროზე თუ არ მიეხედა, ერთ მშვენიერ დღეს იფეთქებს და ქალაქში შარშანდელი მეწყერის მსგავსი ტრაგედია დატრიალდება", - ამბობს ლეკიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner