logo_geo
eng_logo
„ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, მივმართავთ თუ არა სხვა ქვეყნებს ავიაციას დახმარების თხოვნით“
- +

29 აგვისტო. 2017. 21:12


შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანის ტყეში ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, მიმართავს თუ არა ქართული მხარე  სხვა ქვეყნებს ავიაციის დახმარების თხოვნით.  მინისტრის თქმით, ადგილზე მუშაობს 100-მდე მეხანძრე.


მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძრის ადგილზე საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით არიან აღჭურვილი.


მღებრიშვილის ცნობით, 500-ვე ადამიანი სტიქიის ზონაში მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner