logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: სირცხვილია ბატონო შალვა, სირცხვილი!
- +

29 აგვისტო. 2017. 22:03


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომ „წვიმისგან ჩამქრალ ცეცხლს მთავრობა თავის თავზე იწერს" შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„კარგი, დავუშვათ იმდენად ბოროტი ხარ რომ არ აღიარებ არასოდეს მთავრობის არცერთ კარგ გაკეთებულ საქმეს, მაგრამ იმ მეხანძრეებს ესეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებს ეს კაცი? იმ მეხანძრეებს რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად ებრძოდნენ ცეცხლს, იმ მაშველებს რომლებსაც არ ეძინათ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ეს იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას ვისი ოჯახის წევრებიც სახლში ისხდნენ ტელევიზორთან და ლოცულობდნენ მშვიდობით დაბრუნებოდათ ქმარი, მამა, ძმა, შვილი.... სირცხვილია ბატონო შალვა, სირცხვილი!!! ამდენი წელი რა ვერ ისწავლეთ, რა უნდა თქვათ და რა არა... ყველაფრით პიარს ვერ გაიკეთებ..." - წერს მენაბდიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner