logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი სტიქიისგან დაზარალებულ ტეხასის შტატში ჩავიდა
- +

30 აგვისტო. 2017. 00:29


CBS News-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ქარიშხალ "ჰარვისგან" დაზარალებულ ტეხასის შტატში ჩავიდნენ. თეთრი სახლის ლიდერმა სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.


დონალდ და მელანია ტრამპები თავდაპირველად ქალაქ კორპუს-კრისტის ეწვივნენ, სადაც შტატის გუბერნატორს გრეგ ებოტს შეხვდნენ.


ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს. ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.  აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება ქარიშხალ „ჰარვის" წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner