ქართველი მოკრივე ოთარ ერანოსიანი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ერანოსიანმა პირველ წრეში ყაზახი ადილეტ კურმეტოვი 3:2 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი ინდოელ ტაპა შივას სძლია.
60 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს ანგარიშით 5:0 მოუგო და 1 სექტემბერს ნახევარფინალში კუბელ ლაზარო ალვარეს დაუპირისპრიდება.