შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ავიაციით ეხმარება უკრაინა, რომელმაც საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა და რომელიც ქვეყანაში რამდენიმე საათში იქნება.
„სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, მიმართვა გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით. ამ დროისთვის გვეცოდინება, რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით, თორემ ცოცხალი ძალა არ გვჭირდება, საკმარისი რაოდენობა ვართ ადგილზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.