logo_geo
eng_logo
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აბასთუმანში ხანძრის ლიკვიდაციაშია ჩართული
- +

30 აგვისტო. 2017. 13:25



აბასთუმნის ტყეში არსებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები, ადგილზე მობილიზებულია 7 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც საგანგებო შტაბის ზედამხედველობით ახორციელებს გზის გაკაფვის სამუშაოებს. ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა ცეცხლის კერებამდე გზის მიყვანის სამუშაოებს. გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი უშუალოდ ცეცხლის კერამდე მისასვლელი გზა, რათა სპეცტექნიკას გაუადვილდეს ცეცხლის კერებამდე მისვლა და ცეცხლის ლოკალიზება.  ამ დროისათვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ადგილზე ასევე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ავიაცია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner