logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში სიტუაციას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ
- +

30 აგვისტო. 2017. 15:25



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში სიტუაციას მაქსიმალურად აკონტროლებენ.


მისი თქმით, რელიეფი არის ძალიან რთული, მიუხედავად ამისა, დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.


„რაც შეეხება ზოგადად ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების საშიშროებას, ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ. რაც შეეხება ფართობს, ის დაითვლება მას შემდეგ, რაც მოხდება სრული ლიკვიდაცია. ხანძრის დროს ხდება დაკვამლიანება და შესაძლოა, ხანძარი იყოს სულ რაღაც 100 კვადრატულ მეტრზე, მაგრამ დაკვამლიანება იყოს ჰექტრობით ტერიტორიაზე.

ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით განვახორციელეთ საკონტროლო შემოფრენა. ცოცხალი ძალა უკვე ხანძართანაა მობილიზებული. წყლის მიწოდება ხდება ინტენსიურად. გზები, ფაქტობრივად, მიყვანილია კერებამდე და სახანძრო მანქანებს საშუალება ეძლევათ, ადგილზე იმუშაონ. დამატებით, დაახლოებით 3-4 საათისთვის თურქეთიდან ჩამოფრინდება ორი ვერტმფრენი, უკრაინიდან ველოდებით თვითმფრინავს და აზერბაიჯანიდან ორ ვერტმფრენს",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ჯარის ჩართულობა საჭირო არ არის.


რაც შეეხებათ მოხალისეებს, მისი თქმით, ოფიციალური უწყებები ცდილობენ, ისინი არ ჩართონ ამ პროცესში.


„ჩვენ ვცდილობთ, მოხალისეები არ ჩავრთოთ ამ პროცესში, რათა პროფესიონალებს ხელი არ შეეშალოთ თავისი საქმის განხორციელებაში. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მობილიზებულია, გარკვეული ჯგუფები ცეცხლის კერებთანაა მისული და მონაწილეობას იღებენ ხანძრის ქრობის პროცესში",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner