საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით, ნაცვლად 2017 წლის 29-30 აგვისტოსი, განხორციელდება 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისი-გორის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, ხოლო 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.