ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ ჰიუსტონში, რომელიც, ფაქტობრივად, წყლითაა დაფარული. ქარიშხალ „ჰარვის" გამო 2 დღის წინ დამბის გარღვევას წყალდიდობა მოჰყვა.
სტიქიის გამო, მაროდიორობის შემთხვევებმა იმატა. ამიტომ, ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი შემოიღეს.