თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად დაიწვა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები.
რუისპირში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თემურ გიგაურის ინფორმაციით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახში ცეცხლი მოსახლეობამ გვიან შენიშნა.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადის ადგილზე ოპერატიულად მისვლის მიუხედავად, ორი კერძო მესაკუთრის ვენახი მთლიანად დაიწვა, მესამეს გადარჩენა შეძლეს",- განუცხადა „პირველ არხს" თემურ გიგაურმა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.