logo_geo
eng_logo
თელავში ვენახებს ცეცხლი გაუჩნდა
- +

30 აგვისტო. 2017. 16:16



თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად დაიწვა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები.


რუისპირში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თემურ გიგაურის ინფორმაციით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახში ცეცხლი მოსახლეობამ გვიან შენიშნა.

 

„სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადის ადგილზე ოპერატიულად მისვლის მიუხედავად, ორი კერძო მესაკუთრის ვენახი მთლიანად დაიწვა, მესამეს გადარჩენა შეძლეს",-  განუცხადა „პირველ არხს" თემურ გიგაურმა.


 ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner