ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, რომ აბასთუმანში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან, მათ ამის საკმაო გამოცდილება აქვთ.
„ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ჩვენც გვინდა ჩავერთოთ ამ სამუშაოებში. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც ლოცვით, ასევე ფიზიკურად ჩავერთოთ. მონასტრებში საკმაოდ გამოცდილი ადამიანები გვყავს, რომელთაც იციან მუშაობა. ველოდებით, თუ რომელ მხარეს გაგვანაწილებენ და მივიღებთ მონაწილეობას ცეცხლის ჩაქრობაში", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.