უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის ელენა გიტლიანსკაიას განცხადებით, რუსეთის „პირველი არხის" ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული.
„რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა იძულებით იქნება დაბრუნებული რუსეთში. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და სამართალდამცველი ორგანოები კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. ამჟამად მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტების გაფორმება ჟურნალისტის ოფიციალური გაძევებისთვის. ასე დაემართება ნებისმიერს, ვინც თავს უფლებას მისცემს, უკრაინა დაამციროს", - განაცხადა გიტლიანსკაიამ.