აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკება პრობლემის მოგვარება არ არის და ასეთ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
„აშშ ელაპარაკება ჩრდილოეთ კორეას და მათ 25 წელია ფულს უხდის. მოლაპარაკება გამოსავალი არ არის",- წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დღეს განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ბოლო სარაკეტო გამოცდა კუნძულ გუამზე მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის წინაპირობა იყო.